logo
ENG



აქცია ქუთაისში - ადგილობრივები საავტომობილო გზაზე შუქნიშნის დამონტაჟებას ითხოვენ

05 ივლ 202012:24
3 წუთის საკითხავი
 

საპროტესტო აქცია გამართეს ქუთაისში ახალგაზრდობის გამზირის მცხოვრებლებმა. ადგილობრივები საავტომობილო გზაზე ბარიერებისა და შუქნიშნის დამონტაჟებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ამ ადგილზე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, რომლებსაც ადამიანები ეწირებიან. მოსახლეობა ამბობს, რომ  ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა - უშედეგოდ. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსახლეობა გზის გადაკეტვით იმუქრება.

„ძალიან გლობალური რაღაცაა - გვეხოცება შვილები, მოხუცები, ახალგაზრდები. კამერები ვითომ არის, მაგრამ არ არის, არ მუშაობს. ზებრა არის, მაგრამ ზებრაზე იხოცება ხალხი, იმიტომ რომ იქიდან მომავალი მანქანები არ ანელებენ, ერთმანეთს ასწრებენ, ძალიან გვეშინია“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.


close დახურვა